Saturday, July 27, 2019

ცოტა რამ ჩვენი მოგზაურობის შესახებ

მოგზაურობა აბედნიერებს
ბევრჯერ გაგვიგია ისეთი ფრაზები ,, ადგილი რომელიც სიცოცხლეში ერთხელ უნდა ნახო". სწორედ ასეთ ადგილად შეიძლება ჩაითვალოს კაპადოკია. ადგილი,რომელიც იზიდავს მილიონობით ტურისტს,იგი ძლიან პოპულარული მიმართულებაა მოგზაურთა და პილიგრიმთათვის. 
 ეს უნიკალური ადგილები შეიქმნა მილოიონობით წლის წინ სამი ვულკანის ამოფრქვევის შედეგად.
 აქ ყველაფერი გხიბლავს, უნიკალური ხედები, კლდეში გამოკვეთილი სასტუმროები, ქალაქის ფერადოვენება,რომელიც შეზავებულია ტრადიციულ და ევროპულ სტილთან. ვიზიტორები ძირითადად არჩევენ ხუთ ქალაქს რომელსაც სტუმრობენ ტურის განმავლობაში: გორემე,რომელიც არის ტურიზმის ცენტრი, უჩისარი არის პატარა და უმაღლესი კლასის დასასვენებელი ადგილი ტურისტებისათვის, ორთაჰისარი სადაც წმინდა ნინოს საცხოვრებელია (ლეგენდის თანახმად) იგი გამოირჩევა თავისი ტრადიციული ატმოსფეროთი, ჩავუშინი წმინდა გიორგის დაბადების ადგილი (ლეგენდის თანახმად) და  ურგუპი თანამედროვე და ძალიან საყვარელი ადგილი ტურისტებისთვის, რომელიც გამოირჩევა სისუფთავით, მოხდენილი სასტუმროებითა და  კოპწია სახლებით. სწორედ ურგუპი იყო ადგილი სადაც განთავსებული იყო ჩვენი სასტუმრო.იქ გავატარეთ საოცარი დღეები კოლეგებთან და რამოდენიმე ჩვენთვის ნაცნობ თანაქალაქელთან ერთად.




1 comment:

  1. ქეთიი😍😍წარმომიდგა თვალწინ ყველაფერი😘😘

    ReplyDelete

ცოტა რამ ჩვენი მოგზაურობის შესახებ

მოგზაურობა აბედნიერებს ბევრჯერ გაგვიგია ისეთი ფრაზები ,, ადგილი რომელიც სიცოცხლეში ერთხელ უნდა ნახო". სწორედ ასეთ ადგილად შეიძლება ...